პირდაპირი შესყიდვები

TI: საგანგებო მდგომარეობისას "ოცნების" შემომწირველებმა პირდაპირი შესყიდვებით 45 მლნ მიიღეს

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ გამოაქვეყნა კვლევა ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს ჩატარებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ.

გამჭვირვალობის ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის დროს 557 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები გამოცხადდა, საიდანაც ნახევარზე მეტში მხოლოდ ერთი მიმწოდებელი მონაწილეობდა.

კვლევის თანახმად, ქართული ოცნებისა და სალომე ზურაბიშვილის შემომწირველებმა პირდაპირი შესყიდვების გზით ბიუჯეტიდან 45 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების კონტრაქტები მიიღეს.

"კვლევაში განხილული 21 კონკრეტული შესყიდვა სახელისუფლებო პარტიის შემომწირველებსა და მოგებულ კონტრაქტებს შორის კავშირზე მიუთითებს". – ამბობს საერთაშორისო გამჭვირვალობა.

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ მთავრობის ადმინისტრაციას, სუს-ს, შსს და მასზე დაქვემდებარებულ უწყებებს არ გამოუქვეყნებიათ გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტები, რასაც გამჭვირვალობა კორუფციის კონტროლის გართულებად მიიჩნევს.

კომენტარები