მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენი გაგზავნეს

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან ხანძრის ქრობის სამუშაოებში შსს-ს ვერტმფრენი ჩაერთო. იქამდე ცეცხლთან გამკლავებას 20 მეხანძრე-მაშველი ცდილობდა ჯვრის, წალენჯიხისა და მესტიის განყოფილებებიდან.

"პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი გავრცელებულია შერეული ტყის მასივზე. ამ დროისთვის ხანძრის ქრობის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს". – აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

კომენტარები