თბილისის მერია

თბილისის მერია მეტრო გოცირიძის რეაბილიტაციას იწყებს, პროექტი 1 010 851 $ დაჯდება

თბილისის მერია

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მერია მეტროსადგურ გოცირიძის სრულ რეაბილიტაციას იწყებს. მერიის ცნობით, პროექტის ღირებულება 1 010 851 აშშ დოლარია. 

"მეტროსადგურ გოცირიძის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ჩვენ გამოცხადებული გვქონდა ტენდერი, გვყავს გამარჯვებული კომპანია. ხელშეკრულება გაფორმებულია და მომდევნო დღეების განმავლობაში დაიწყება სამუშაოების წარმოება". – ამბობს კალაძე. 

მისი თქმით, სრულად გადაიხურება მეტროს ბაქანი, მოხდება სადგურის ადაპტაცია შშმ პირებისთვის, დამონტაჟდება ორი ლიფტი და მოეწყობა სპეციალური ტაქტილური ბილიკები. 

"რეაბილიტაცია ჩაუტარდება, როგორც სადგურის ვესტიბიულს, ასევე ბაქანს. განახლდება და გარემონტდება თანამშრომლების სამომსახურეო ოთახები, განახლდება გახმოვანების სისტემა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, სრულად გამოიცვლება სადგურის ელექტროსისტემა”. –ამბობს კალაძე. 

კომენტარები