საბიუჯეტო ხარჯები

წლის I კვარტალში პარლამენტარებმა რესტორნებში ბიუჯეტიდან ₾190 ათასი დახარჯეს

Jimmy Wan's Restaurant

ფლანგვის დეტექტორის ცნობით, 2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოს პარლამენტის წევრების რესტორნების, სასტუმროებისა და მივლინებების ხარჯებმა თითქმის 600 ათასი ლარი შეადგინა.

აქედან 189 201 ლარი სარესტორნო ხარჯებისთვის იყო გამოყოფილი, სასტუმროებისთვის – 85 000 ლარი, ხოლო მივლინებებისთვის – 319 103 ლარი.

წლის პირველ სამ თვეში შედგა პარლამენტარების 91 მივლინება, საიდანაც ყველაზე ძვირი აშშ-ში არჩილ თალაკვაძისა (14 991 ლარი) და სოფიო კილაძის (13 664 ლარი) მივლინება დაჯდა.

ფლანგვის დეტექტორის თანახმად, მივლინებების სიაში "მდუმარე დეპუტატებიც" მოხვდნენ, ვისაც 2018 წელს ერთხელაც არ ჩაურთავთ მიკროფონი და არ უსარგებლიათ ხმის უფლებით. მათი სამივლინებო ხარჯები წელს 11 417 ლარს გაუტოლდა.

კომენტარები