პრემიერის ანგარიში

ბოკერია გავრილოვზე: ისევ შემოუშვებდით იმ ხალხს ქვეყანაში?

ერთი კონკრეტული კითხვა მაქვს. ჩემმა კოლეგამ, ბატონმა კახიძემ უკვე ისაუბრა იმ სამარცხვინო ამბავზე, რომ თქვენ არც კი ახსენეთ 20 ივნისი. ბევრი ისაუბრეთ ქვეყნის შიგნით სტაბილურობაზე და უსაფრთხოებაზე და ეს საერთოდ არც გიხსენებიათ. არ ვიცი, როგორ მიეცით საკუთარ თავს ამის უფლება.

მე მაქვს კონკრეტული კითხვა და არ ვიცი, იმედი უნდა მქონდეს თუ არა კონკრეტული პასუხის.

ხვალ რომ მოვიდეს თქვენთან უბადლო რაინდი [ირაკლი] კობახიძე და გითხრათ, რომ უნდა ჩაატარონ მართლმადიდებლური ასამბლეის შეხვედრა თბილისში, შემოუშვებთ იმ ხალხს ისევ, თუ არ შემოუშვებთ ქვეყანაში?

მიმართა ევროპული საქართველოს დეპუტატმა გიგა ბოკერიამ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას.

კომენტარები