ეკონომიკა

თურნავა: სამშენებლო კომპანიების ფართების არაუმეტეს 30%-ს სახელმწიფო შეიძენს

საქართველოს მთავრობა

სამშენებლო კომპანიების ფართების არაუმეტეს 30%-ს სახელმწიფო შეიძენს – ამის შესახებ მთავრობის 25 ივნისის სხდომის დასრულების შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა.

"სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტო ღია და გამჭვირვალე კონკურსის მეშვეობით მისცემს გარანტიას სამშენებლო კომპანიებს, რომ მათი ფართების არაუმეტეს 30%–ს სახელმწიფო შეიძენს იმ შემთხვევაში, თუკი ისინი შეძლებენ ამ მშენებლობების დასრულებას." – ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

მინისტრის თქმით, აღნიშნული პორექტი სამშენებლო დეველოპერებს ფინანსური რესურსის მობილიზებაში დაეხმარება.

თურნავამ ასევე ილაპარაკა იპოთეკური სესხების მხარდაჭერის საკითხზეც. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სახელმწიფო წლის ბოლომდე აღებულ იპოთეკურ სესხებს დაასუბსიდირებს და ფიზიკური პირებს ბანკებთან თანაუზრუნველყოფაში ჩაუდგება.

იპოთეკური სესხების სუბსიდირების საკითხზე პრემიერმა გიორგი გახარიამ 27 მაისს ილაპარაკა და თქვა, რომ – "სახელმწიფო მოახდენს იპოთეკური სესხის სუბსიდირებას ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც გადაწყვეტს იპოთეკური სესხის აღებას და თავისი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას".

რას ნიშნავს მთავრობის მიერ იპოთეკური სესხების სუბსიდირება და რა გავლენა ექნება მას საქართველოს ეკონომიკაზე, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები