TBILISI OPEN AIR 2020 წელს აღარ ჩატარდება

Tbilisi Open Air

Tbilisi Open Air 2020 წელს აღარ ჩატარდება. – ამის შესახებ ორგანიზატორებმა განაცხადეს.

"მიგვაჩნია, რომ თქვენს უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი არაფერია. ფესტივალის დამსწრეები, ჩვენი არტისტები, პარტნიორები, სპონსორები, ვენდორები, სტაფი, მოხალისეები და მთელი ის უზარმაზარი ჩემპიონთა ოჯახი, რომლის ერთობაც ქმნის ფესტივალს – ბუნებრივია, ჩვენთვის პრიორიტეტი სწორედ ამ ადამიანების დაცვა და მათთვის კომფორტული გარემოს შექმნაა.

უკვე აშკარაა, რომ მოქმედი ან მოსალოდნელი რეგულაციები არ გვაძლევს იმის საშუალებას, ამ ადამიანებს ის უსაფრთხოების გარანტია მივცეთ, რომელიც დიდი მასშტაბის საერთაშორისო ფესტივალს მშვიდად და აუღელვებლად ჩაგვატარებინებს, თუნდაც შემოდგომაზე. დედამიწის თითქმის ყველა წერტილში წელს დაგეგმილი დაახლოებით 2 000 ფესტივალიდან 1 900-ზე მეტი უკვე გაუქმდა ან გადაიდო. სამწუხაროდ, გამონაკლისი ვერც ჩვენ ვიქნებით". – წერია განცხადებაში.

ამასთან ერთად, ორგანიზატორებმა Tbilisi Open Air 2021-ის თარიღები უკვე გამოაცხადეს: 25, 26 და 27 ივნისი.

"მოვახერხეთ მოლაპარაკება ჩვენი წლევანდელი უცხოელი ჰედლაინერების უმეტესობასთან და უკვე შეგვიძლია გითხრათ, რომ ლაინაფში გაისადაც გვეყოლება:

• Polo & Pan, LP, She Wants Revenge, Kite (Main Stage).
• Konstantin, Robag Wruhme, Barac, Jennifer Cardini, Map.Ache (EyeStage).
• Gaspard, Fungus Funk (Garden Stage)". – წერია განცხადებაში.

მათივე ცნობით, 2021 წლის ლაინაფს აუცილებლად დაემატებიან ქართველი და უცხოელი არტისტები.

კომენტარები