აშშ

ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმის წინ მდებარე თეოდორ რუზველტის ქანდაკებას აიღებენ

ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმის შესასვლელთან მდებარე თეოდორ რუზველტის ქანდაკებას აიღებენ. გადაწყვეტილება მუზეუმის ადმინისტრაციამ 21 ივნისს გამოაცხადა. ის აშშ-ის რამდენიმე შტატსა და ქალაქში ძეგლების ჩამოგდებასა და დაზიანებას მოჰყვა.

"ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩვენი მუზეუმის საზოგადოება შეძრა და თვალი აუხილა ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ დაწყებულმა რასობრივი თანასწორობის მოძრაობამ. ქვეყნისა და მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო ქანდაკებებმა, რომლებიც სისტემური რასიზმის მძლავრი სიმბოლოებია. მარტივად რომ ვთქვათ, ძეგლის გადაადგილების დრო მოვიდა". – თქვა მუზეუმის პრეზიდენტმა ელენ ფატერმა.

მან აღნიშნა, რომ მუზეუმი პრობლემას ხედავს რუზველტის ქანდაკებაში და არა მის პიროვნებაში.

"მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ ჩვენი გადაწყვეტილება ეფუძნება ქანდაკების იერსახესა და მის იერარქიულ კომპოზიციას. ეს არ ეხება რუზველტის პიროვნებას. ის პრეზიდენტობამდე ნიუ-იორკის გუბერნატორი და პიონერი ბუნების დამცველი იყო". – თქვა ფატერმა.

რუზველტი აშშ-ის 26-ე პრეზიდენტი იყო. ის პოსტს 1901 წლიდან 1909 წლამდე იკავებდა. მუზეუმში მის მიერ გადაცემული არაერთი ექსპონატი ინახება. ცხენზე ამხედრებული რუზველტის ქანდაკებას გვერდში აფროამერიკელი და ამერიკელი ინდიელი კაცების ფიგურები უდგას.

რუზველტი ნიუ-იორკში დაიბადა და თავად მუზეუმიც მისი მემორიალის ნაწილია. ქალაქის მერმა, ბილ დე ბლაზიომ თქვა, რომ მუზეუმმა ძეგლის აღება ითხოვა, რადგან ის შავკანიან და აბორიგენ ადამიანებს დაქვემდებარებულად გამოხატავს და ამიტომ ქალაქის ხელმძღვანელობა ამ თხოვნას მხარს უჭერს.

"სწორი გადაწყვეტილებაა და სწორი დროა პრობლემური ქანდაკების ასაღებად". –თქვა მან.

ქანდაკების აღებას მხარს უჭერს რუზველტის შვილთაშვილიც.

"მსოფლიოს არ სჭირდება სხვა ეპოქის ქანდაკებები, რომლებიც დღევანდელ ღირებულებებს არ ასახავს. ეს ქანდაკება არ ასახავს თეოდორ რუზველტის მემკვიდრეობას". – თქვა მან.

გამოსვლები ძეგლების აღების მოთხოვნით აშშ-ში მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ქალაქ მინეაპოლისში პოლიციის მიერ შავკანიანი კაცის მკვლელობას მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

ვირჯინიის შტატის ქალაქ რიჩმონდში მოითხოვდნენ რობერტ ლის ძეგლის მოხსნას, რომელიც სამოქალაქო ომში კონფედერაციული შტატების გენერალი იყო, თუმცა, მოსამართლემ ძეგლის აღება დაბლოკა. რიჩმონდში მომიტინგეებმა ბირდის პარკში მდგარი ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი ჩამოაგდეს, ცეცხლი წაუკიდეს და შემდეგ ტბაში ჩააგდეს.

19 ივნისს გამართულ აქციაზე სან-ფრანცისკოს ოქროს კარიბჭის პარკში აშშ-ის პრეზიდენტის, ულისეს გრანტის ბიუსტი ჩამოაგდეს. ჩამოაგდეს ასევე სან-ფრანცისკოში, ოქროს კარიბჭის პარკში აშშ-ის ჰიმნის ტექსტის ავტორის, ფრენსის სკოტ კის ძეგლი.

აშშ-ში იმ სამხედრო ბაზებისათვის სახელების შეცვლასაც ითხოვენ, რომლებსაც კონფედერაციული შტატების გენერლების სახელები ჰქვია. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მისი ადმინისტრაცია ამას არც კი განიხილავს.

ტრამპი რუზველტის ძეგლის აღებასაც გამოეხმაურა და საკუთარ ტვიტერზე დაწერა:

"აღმაშფოთებელია, არ გააკეთოთ ეს!"

19 ივნისს გამართულ აქციაზე სან-ფრანცისკოს ოქროს კარიბჭის პარკში აშშ-ის პრეზიდენტ ულისეს გრანტის ბიუსტი ჩამოაგდეს. ასევე სან-ფრანცისკოში, ოქროს კარიბჭის პარკში აშშ-ის ჰიმნის ტექსტის ავტორის, ფრენსის სკოტ კის ძეგლი ჩამოაგდეს.

აშშ-ში ასევე ითხოვენ სახელების შეცვლას იმ სამხედრო ბაზებისათვის, რომლებსაც კონფედერაციული შტატების გენერლების სახელები ჰქვია. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მისი ადმინისტრაცია ამას არც კი განიხილავს.

ტრამპი რუზველტის ძეგლის აღებასაც გამოეხმაურა და საკუთარ ტვიტერზე დაწერა:

"აღმაშფოთებელია, არ გააკეთოთ ეს!"

კომენტარები