გიორგი რურუას საქმე

გახარია რურუაზე: კონკრეტულ დანაშაულზე უნდა იმსჯელოს სასამართლომ

მოდით, ასე შევთანხმდეთ - რა თქმა უნდა, მე სრულად ვეთანხმები იმას, რომ 8 მარტის შეთანხმება უნდა შესრულდეს.

საკონსტიტუციო პროცესი უკვე მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო პროცესი დასრულდება ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება.

საარჩევნო სისტემა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისთვის, ისევე როგორც უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციისა და ინსტიტუტების შემდგომი გაძლიერებისთვის, რომ კონკრეტულ სამართალდარღვევებსა და დანაშაულზე იმსჯელოს საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ და იმსჯელოს სასამართლომ. ეს არის ჩემი კომენტარი.

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია უცხოელი პარტნიორების მოწოდებაზე, რომ ხელისუფლებამ სრულად უნდა შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება, რაც პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლებასაც გულისხმობს.

კომენტარები