ავატარი

ჯეიმს კამერონი ავატარის გადასაღებ მოედანს დაუბრუნდა

Screen Rant

ორი კვირის წინ რეჟისორი ჯეიმს კამერონი, პროდიუსერი ჯონ ლანდაუ და პროექტზე მომუშავე სხვა ადამიანები ახალ ზელანდიაში დაბრუნდნენ. გადამღებ ჯგუფს ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწიათ.

ლანდაუმ მობილური ტელეფონით გადასაღებ მოედანზე ფოტო გადაიღო და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

კამერონი ავატარის რამდენიმე ნაწილს ერთდროულად იღებს. ახალ ზელანდიაში პროექტზე მუშაობა მარტში, ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გამო შეჩერდა.

კომენტარები