ავატარი

ავატარი კვლავ ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი გახდა

Den of Geek

ჯეიმს კამერონის სამეცნიერო ფანტასტიკური ბლოკბასტერი, ავატარი კვლავ ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმია.

ავატარი ხელმეორედ ჩინეთის კინოთეატრებში გამოვიდა და პირველ უიქენდზე 8.9 მილიონი დოლარი მოაგროვა. ამ დროისთვის სურათს გამოსვლიდან დღემდე $2 798 579 794 აქვს მოგროვებული. აქამდე პირველი ადგილი "შურისმაძიებლების" დასკვნით ნაწილს ეკავა, მარველის კომიქსების ეკრანიზაციას $2 797 501 328 აქვს გამომუშავებული.

დისნეის პროგნოზით ჩინეთის კინოგაქირავება ფილმს წლის ბოლომდე კიდევ 58 მილიონ დოლარს მოუტანს.

საკულტო ბლოკბასტერი 2009 წელს გამოვიდა. იმ დროისთვის კამერონმა ფილმის გადაღებისას რევოლუციური 3D ტექნოლოგიები გამოიყენა. ფილმი კინოგაქირავების ჰიტი გახდა და 2010 წელს საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ოსკარისთვის იბრძოდა.

ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმების ათეული ასე გამოიყურება:

  1. ავატარი - $2 810 779 794
  2. შურისმაძიებლები: თამაშის დასასრული - $2 797 501 328
  3. ტიტანიკი - $2 471 754 307
  4. ვარსკვლავური ომები VII - $2 068 455 919
  5. შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი - $2 048 359 754
  6. Jurassic World - $1 670 516 444
  7. მეფე ლომი(ფილმი) - $1 657 870 986
  8. შურისმაძიებლები - $1 518 815 515
  9. ფორსაჟი 7 - $1 515 255 622
  10. გაყინული II - $1 450 026 933

კომენტარები