ქართული ოცნება

ქართული ოცნების 2016 წლის სიის პირველი ათეულიდან პარტიაში მხოლოდ 4 ადამიანი დარჩა

ქართული ოცნება

ქართული ოცნების 2016 წლის საარჩევნო პარტიული სიის პირველი ათეულიდან პარტიაში მხოლოდ 4 ადამიანი დარჩა. 

2016 წლის სექტემბერში წარდგენილი სიის პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურებოდა: 1. გიორგი კვირიკაშვილი; 2. კახა კალაძე; 3. ირაკლი კობახიძე; 4. თამარ ჩუგოშვილი; 5. გიორგი გახარია; 6. აკაკი ზოიძე; 7. თამუნა ხულორდავა; 8. რომან კაკულია; 9. სოფო ქაცარავა; 10. ირინა ფრუიძე. 

სიის პირველი ნომერი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც პრემიერმინისტრის პოსტს იკავებდა, 2018 წლის ივნისში გადადგა, მოგვიანებით კი, ქართული ოცნების გუნდი არაერთხელ გააკრიტიკა. 

რაც შეეხებათ თამარ ჩუგოშვილს, აკაკი ზოიძეს, თამუნა ხულორდავას, სოფო ქაცარავასა და ირინა ფრუიძეს, მათ პარტია 2019 წლის ნოემბერში დატოვეს. მათ მიერ პარტიის დატოვებას წინ უძღოდა ქართული ოცნების მიერ ქართული საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე დადებული პირობის დარღვევა, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სიით უნდა ჩატარებულიყო. 

ჯერჯერობით უცნობია, როგორი იქნება ქართული ოცნების 2020 წლის საარჩევნო პარტიული სია. 

კომენტარები