რეკლამა

® ლატარიის თამაშით ვეხმარებით მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება!

ლატარიის თამაშის დროს ლატარიის მოყვარულები ქველმოქმედები ავტომატურად ხდებიან, რადგან ყოველი გაყიდული ლატარიის ბილეთიდან შემოსული თანხის ნაწილი სწორედ სოციალური პროექტებს ხმარდება.  

საქართველოს ეროვნული ლატარია სოციალური პროექტებს ახორციელებს სპორტის, განათლების მიმართულებით და რა თქმა უნდა, მომხმარებელბის დახმარებით გვერდში უდგას სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს.

ამჯერად, კომპანია ჩაერთო საქველმოქმედო ფონდ ,,მომავლის გზის’’ ,,ოჯახის გაძლიერების’’ პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე სოციალურად დაუცველ ოჯახს მათთვის ყველაზე საჭირო ნივთები გადასცა.

ელისო გაბელაია - უკვე შვიდი წელია, რაც 4 შვილს მარტოდ ზრდის და შვიდი წელია გლდანის რაიონის გამგეობის ყოფილ შენობაში ცხოვრობს. ელისოს ისტორიამ თავის დროზე მთელი საქართველო შეძრა, ის ძალადობის მსხვერპლია, ყოფილმა მეუღლემ მისი მოკვდინება, იმ დროს მცირეწლოვანი ბავშვების თვალწინ სცადა, ელისო სასწაულად გადაურჩა სიკვდილს. ელისოს შემოსავალი მწირია და ის ოჯახს საკვებისთვისაც ძლივს ჰყოფნის. ელისოს თხოვნით საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ მას გაზქურა შეუძინა, რომელის ყიდვის საშუალება გაბელიების ოჯახს ნამდვილად არ ჰქონდა. როგორც ელისო გაბელია ამბობს, ამიერიდან ის შვილებს ცხელ და გემრიელ საკვებს მოუმზადებს.

ლია ბრეგვაძე - ქალბატონი ლია 84 წლის მარტოხელა მოხუცია, რომელსაც მუშაობის 50 წლის სტაჟი აქვს და ამით ის ძალიან ამაყობს. ასაკის მიუხედავად, ქალბატონმა ლიამ სამსახურს თავი სულ რამდენიმე თვეა რაც დაანება. სათნო მოხუცი დამსახურებული მედდაა და 50 წელი სწორედ თავის საყვარელ პროფესიას მოახმარა. ლია ბრეგვაძე ჩუღურეთის რაიონში, ძველი თბილისისთვის სახასიათო ძველ იტალიურ ეზოში, მოკრძალებულ ოროთახიან ბინაში ცხოვრობს. კომფორტისთვის ბევრი რამ აკლია, თუმცა მისივე თხოვნით საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ ამ ეტპაზე დამსახურებული პენსიონერი მისთვის ყველაზე სასურველი ნივთით - ტელევიზორით დაასაჩუქრა და ასევე სუპერმარკეტ მაგნიტის კვების ვაუჩერიც გადასცა. საქართველოს ეროვნული ლატარია ქალბატონ ლიას დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას უსურვებს.

ლალი მაზმიშვილი - ქალბატონი ლალი 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად საქველმოქმედო ფონდ "მომავლის გზის" სოციალურ პანსიონში ცხოვრობს. ლალის მეუღლე პირველი ჯგუფის ინვალიდია და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ის ვერ ახერხებს ოჯახის შენახვას. მუშაობას ვერც ქალბატონი ლია ახერხებს, რადგან სამ მცირეწლოვან შვილს ყურადღება და აღზრდა სჭირდება. ოჯახს თავი სოციალური დახმარებით და ფონდის შემოწირულობით გააქვს. ლია მაზმიშვილი 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად პანსიონის ერთ ოთახში ცხოვრობს, რომელსაც მეორადი განათება აქვს და შესაბამისად ბავშვებს არაჯანსაღ გარემოში უწევთ ცხოვრება. საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ, გამოიკითხა ოჯახის მდგომარეობა, მათ კონდიციონერი აჩუქა, რადგან მაზმიშვილების ბავშვებმა მეტნაკლებად ჯანსაღ პირობებში და ზაფხულში გრილ გარემოში შეძლონ ცხოვრება.

საქართველოს ეროვნული ლატარია თავის მომხმარებელთან ერთად მომავალშიც გააგრძელებს სოციალურ აქტივობას, რადგან კიდევ ბევრ მრავალშვილიან ოჯახს, ბევრ მარტოხელა მოხუცსა და თუ დედას ჩვენი თანადგომა სჭირდება.

ასე, რომ შეიძინეთ ლატარიის ბილეთები, ითამაშეთ, მოიგეთ და ამავდროულად გახდით ქველმოქმედების მონაწილე!

კომენტარები