ჰარვი ვაინშტაინი

ჰარვი ვაინშტაინს ახალი ბრალდებები წაუყენეს

Fox News

ამერიკელ კინოპროდიუსერს ჰარვი ვაინშტაინს ახალი ბრალდებები წაუყენეს. 

ვაინშტაინს ოთხი ქალის გაუპატიურებაში ედება ბრალი, ერთ-ერთი დაზარალებული 17 წლის იყო.

70 წლის ეკვადორელი ქალის თქმით, 1984 წელს კანის კინოფესტივალზე ვაინშტაინმა იგი სექსუალურად შეავიწროვა, იმ დროს 34 წლის დოკუმენტალისტი რეჟისორის კარიერის დაწყებას ცდილობდა.

მეორე ბრალმდებელი, 1994 წელს 17 წლის ასაკში შეხვდა ვაინშტაინს. ის ყვება, რომ პროდიუსერმა სამსახიობო კარიერაზე სასაუბროთ სასტუმროს ნომერში დაპატიჟა და სექსუალურად იძალადა. ასევე უთხრა, რომ თუ მომხდარის შესახებ სადმე ისაუბრებდა, არამარტო მის კარიერას მოუღებდა ბოლოს, არამედ მისი ოჯახის წევრებსაც ფიზიკურად გაუსწორდებოდა. ქალი ყვება, რომ ვაინშტაინმა არასრულწლოვანს მართვის მოწმობაც წაართვა.

მესამე ბრალმდებლის თქმით, 2008 წელს, ნიუ-იორკში, გააუპატიურა ვაინშტაინმა თავისსავე სახლში.

უკანასკნელი ინციდენტი 2013 წელს ვენეციის კინოფესტივალზე მოხდა. ბრალდების მიხედვით, პროდიუსერმა 35 წლის უნგრელ მსახიობს ორალური სექსით დაკავება აიძულა.

ჩვენებებში ასევე ბრალდებულის ძმის, ასევე პროდიუსერის ბობ ვაინშტაინის სახელი ფიგურირებს. განცხადების თანახმად, მან ყველაფრის შესახებ იცოდა.

ნიუ-იორკის სასამართლომ მიმდინარე წლის 11 მარტს ჰარვი ვაინშტაინი მესამე ხარისხის გაუპატიურებასა და პირველი ხარისხის სექსუალურ შევიწროებაში დამნაშავედ სცნო და 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარები