ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის, თქმით, ამ დროისთვის კლინიკაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით 28 პაციენტი მკურნალობს. სოლოღაშვილის თქმით, მათგან 10 ბავშვია.
"პაციენტების მდგომარეობა მსუბუქია. უმრავლესობა ელოდება გამოჯანმრთელებას", - ამბობს სოლოღაშვილი.
ყოველდღიურ საინფორმაციო ბრიფინგზე სოლოღაშვილმა ასევე თქვა, რომ კლინიკას ახალი პაციენტები არ მიუღია და უახლოეს პერიოდში, დაახლოებით, 4 პაციენტზე ელოდებიან ჯანმრთელობის დადასტურების მონაცემებს.
"[28-დან] არცერთი პაციენტი მძიმე პაციენტად არ ითვლება, ყველა პაციენტი არის საშუალო", - თქვა სოლოღაშვილმა.
ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის 746 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული, საიდანაც 576 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი - გარდაიცვალა.
ქვეყანაში ახალ კორონავირუსზე 158 ადამიანი მკურნალობს.