ჰენრი კავილი

ჰენრი კავილი, შესაძლოა, სუპერმენის როლს დაუბრუნდეს

Nerd Reactor

კინოსტუდია Warner Bros. ეკრანზე სუპერმენის როლში ჰენრი კავილის დაბრუნებას კიდევ ერთხელ გეგმავს.

მსახიობთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. სტუდიამ დააზუსტა, რომ საუბარია ეპიზოდურ როლზე, რომელსაც კავილი DC-ის კომიქსების მიხედვით გადაღებულ მორიგ ფილმში შეასრულებს. შესაძლოა ეს იყოს შაზამი 2, აქუამენი 2 ან შავი ადამი.

კავილმა უკანასკნელად სუპერმენის კოსტიუმი 2018 წელს მოირგო, როდესაც საკულტო პერსონაჟი სამართლიანობის ლიგაში განასახიერა. 

კომენტარები