გასულ კვირას გავრცელდა ცნობები, რომ ბრიტანელი მსახიობი ჰენრი კავილი DC-ს სუპერგმირის, სუპერმენის როლს აღარ შეასრულებს.
ჭორების მიხედვით მსახიობმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც Warner Bros.-მა სუპერმენის ნაცვლად ფოკუსის Supergirl-ზე გადატანა გადაწყვიტა, თუმცა კომპანიაში კავილის წასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას უარყოფენ.
მსახიობი ჭორებს საკუთარ ინსტაგრამზე გამოეხმაურა:
კომენტარი გააკეთა კავილი მენეჯერმაც, რომელმას ფანებს სიმშვიდისაკენ მოუწოდა. "მოსასხამი კვლავ მის გარდერობშია." თქვა მან.
ვრცელდებოდა ჭორები იმის თაობაზეც, რომ სუპერმენის როლში ფერადკანიანი მსახიობის აყვანა სურდათ და ერთ-ერთ ვარიანტად მაიკლ ბ. ჯორდანი მოიაზრებოდა.
ამჟამად ვრცელდება ცნობები იმის თაობაზე, რომ ბენ აფლეკი ბეტმენის როლს აღარ შეასრულებს. მსგავი ცნობები მიმდინარე წლის დასაწყისშიც გავრცელდა. მსახიობს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.