გოგონა დრაკონის ტატუთი

წიგნის GIRL WITH THE DRAGON TATTOO მიხედვით სერიალს გადაიღებენ

Wikipedia

სტუდია Amazon სტიგ ლარსონის ბესტსელერის Girl With The Dragon Tattoo ახალ ეკრანიზაციაზე მუშაობას იწყებს. 

მთავარი გმირი კვლავ ჰაკერი ლიზბეთ სალანდერი იქნება. დაეყრდნობა თუ არა სერიალის სიუჟეტი წიგნებსა და აქამდე გადაღებულ ფილმებს ამ ეტაპზე უცნობია.

ლარსონის პირველი წიგნი, რომელშიც სალანდერი გამოჩნდა 2005 წელს გამოვიდა და საერთაშორისო ბესტსელერის სტატუსი მალევე მოიპოვა. მომდევნო წლებში პერსონაჟის შესახებ კიდევ ორი წიგნი დაიბეჭდა. თავად ავტორი საკუთარი წიგნის წარმატებას ვერ მოესწრო, ლარსონი 2004 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა. 

პოპულარულ წიგნები ეკრანზე არაერთხელ გადაიტანეს, როგორც შვედეთში ისე ამერიკაში.

სალანდერის როლი შვედურ ეკრანიზაციაში ნუმი რაპასმა შეასრულა, ამერიკულ ვერსიებში ჰაკერი რუნი მარამ და კლერ ფოიმ განასახიერეს.

 

კომენტარები