ახალი კორონავირუსის გამო კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალი წელს არ გაიმართება.
ორგანიზატორების გადაწყვეტილებით კინოფესტივალის პროგრამაში მოხვედრილი ფილმების ნაწილი ჩეხეთის კინოთეატრებში გაეშვება.
აქცია ჩეხეთის 80 ქალაქს მოიცავს და 3 ივლისიდან 11 ივლისის ჩათვლით გაიმართება.
ჩეხეთის კურორტი კინოფესტივალს 1946 წლიდან მასპინძლობს. 2014 წელს გიორგი ოვაშვილის ფილმმა სიმინდის კუნძული, უმაღლესი ჯილდო ბროლის გლობუსი მოიპოვა.