უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქვეყანას შეზღუდული რესურსი აქვს. არ ვიცით და მსოფლიოში ვერავინ ვერ აკეთებს ზუსტ პროგნოზს, რა პერიოდით გაგრძელდება ეს პანდემია, იქნება მეორე ტალღა თუ არ იქნება. ჩვენ კი არა ბევრად უფრო ძლიერი, სისტემური სახელმწიფოები, ხან მეორე და ხან მესამე ტალღაზე საუბრობენ. ამ პერიოდში საქართველოს მთავრობის ერთადერთი, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ის რესურსი, რომელიც მას გააჩნია, გამოიყენოს უაღრესად ეფექტურად და ხელმომჭირნედ. ჩვენ ვიყავით ყველგან იქ, სადაც საქართველოს მოქალაქეს სჭირდებოდა დახმარება და სადაც ქართული ეკონომიკა გვაძლევდა ამის შესაძლებლობას და საშუალებას.
გახარია პარლამენტში
გახარია: ვიყავით ყველგან, სადაც ეკონომიკა გვაძლევდა საშუალებას და დახმარება სჭირდებოდათ
tbl.ge/4s3x
დაკოპირდა
გიორგი გახარიამ პარლამენტში ახალი კორონავირუსის მართვის ანგარიში წარადგინა. პრემიერმინისტრი პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს და მისი მთავრობის წარმატებებზე საუბრობს.
ამავე თემაზე
- გოცირიძე გახარიას: ბატონო გიორგი, თქვენ ბრძანდებით ყველაზე დიდი ფეიკბიუჯეტის ავტორი
- უგულავა გახარიაზე: უკეთეს ოპოზიციაზე ავტორიტარიზმში შემჩნეული ლიდერები ლაპარაკობენ
- კობახიძე: ახალი გავიგეთ ის, რომ ოპოზიცია დარჩა დემაგოგიურ ძალად და გახარია ძლიერი პრემიერია
- "კომპეტენციისა და შინაარსისგან დაცლილი, დეგრადირებული ოპოზიცია" - გახარიას დასკვნითი სიტყვა
- ბოკუჩავა გახარიას: კორუფცია საბჭოურია, მესმის, რომ თქვენთვის ეს გაგება ძალიან მშობლიურია