გახარია პარლამენტში

"კომპეტენციისა და შინაარსისგან დაცლილი, დეგრადირებული ოპოზიცია" - გახარიას დასკვნითი სიტყვა

პარლამენტი

პარლამენტიში ინტერპელაციის წესით მისულმა პრემიერმინისტრმა დასკვნითი სიტყვის დიდი ნაწილი ოპოზიციის შეფასებას მიუძღვნა. 

"კომპეტენციისგან და შინაარსისგან დაცლილი, მორალზე საერთოდ არ ვსაუბრობ, სასოწარკვეთილი და დეგრადირებული ოპოზიცია", - ასე შეაფასა პრემიერმა საპარლამენტო ოპოზიცია.

გახარია ამბობს, რომ ეს ყველაფერი მისთვისაც და მისივე თქმით, მოქალაქეებისთვისაც მძიმე საყურებელია.

გახარიამ იმედი გამოთქვა, რომ მომავალი პარლამენტი ხალხის გადაწყვეტილებით, ბევრად უფრო ხარისხიანი, შინაარსობრივი და კომპეტენტური იქნება.

"ის, რაც დღეს აქ ხდებოდა, როდესაც ადამიანები ცდილობენ იმის ნაცვლად, რომ ობიექტური შინაარსობრივი ოპონირება გაგიწიონ, იქცევიან როგორც ინსტინქტებით მართული, ემოციებით, გაბრაზებული, ხელების ქნევით, ყვირილით და ა.შ და შემდგომ ამას ყველაფერს ეძახიან ევროპულ შინაარსობრივ ოპონირებას, სამწუხაროდ, ეს ის პირობებია, რომელშიც ჩვენ მოგვიწევს უახლოესი 6 თვე მუშაობა", - თქვა პრემიერმა.

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში ინტერპელაციის წესით ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ დაიბარეს. სწორედ ეს პარტიები შეაფასა გახარიამ ასე, საპენსიო რეფორმაზე, გადასახადების დაწევაზე, ეკონომიკურ კრიზისსა და მოსახლეობის დახმარებაზე დასმული კრიტიკული კითხვების შემდეგ.

კომენტარები