ჯოან როულინგი

ჯოან როულინგი 10 წლის წინ დაწერილ ზღაპარს "THE ICKABOG" უფასოდ გაავრცელებს

Getty Images

ჯოან როულინგმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა, რომ დაახლოებით 10 წლის წინ დაწერილ ზღაპარს "The Ickabog" შემდეგი თვეების განმავლობაში უფასოდ გაავრცელებს.

მწერალმა ზღაპრის პირველი თავი დღეს, 26 მაისს უკვე გამოაქვეყნა და გეგმავს, რომ 10 ივლისამდე ყოველ კვირა ერთი თავი გაასაჯაროვოს.

მისი თქმით, ამ ზღაპრის წერა მაშინ დაიწყო, როდესაც ჰარი პოტერზე მუშაობდა.

"ეს არ არის ჰარი პოტერთან კავშირში. ისტორია შეეხება სიმართლეს და ძალაუფლების ცუდად გამოყენებას. ზღაპრის დაწერის იდეა 10 წლის წინ მომივიდა, ამიტომ ის არ სცემს პასუხებს მსოფლიოში დღეს მიმდინარე მოვლენებს. წიგნში აღწერილი თემები სამარადისოა და ნებისმიერ საუკუნეს ან ქვეყანას შეიძლება მოერგოს", - თქვა მან.

ჯოან როულინგის თქმით, ამ დრომდე ზღაპარი მხოლოდ მის ორ შვილს აქვს წაკითხული.

"The Ickabog" წიგნის სახით 2020 წლის ნოემბერში გამოვა. მწერალი ხალხს მოუწოდებს, რომ წიგნის ოფიციალური საიტის მეშვეობით ილუსტრაციების არჩევაში ჩაერთონ.

"The Ickabog-ის ოფიციალურ საიტზე იმ ილუსტრაციების შემოთავაზებები იქნება, რომლებიც შეიძლება, თითოეული თავისთვის დაგვჭირდეს. თუმცა, არავინ იფიქროს, რომ ამ იდეებს თავს ვახვევთ. მე მინდა ვნახო თქვენი ფანტაზიები. კრეატიულობა, საზრიანობა და ძალისხმევა ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებებია, ჩვენ მხოლოდ ტექნიკურ უნარებს არ ვაკვირდებით!", - თქვა მან.

კომენტარები