ბოჭორიშვილის კლინიკა

ბოჭორიშვილის კლინიკა: 3 პაციენტი არის საშუალო სიმძიმის, მძიმე პაციენტები არ გვყავს

ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორის, კახა იშხნელის ინფორმაციით, კლინიკის ბოქსირებულ სექტორში სულ 46 პაციენტია მოთავსებული, მათგან 11 არასრულწლოვანია.

46-დან 34 არის დადასტურებული შემთხვევა, დანარჩენები შესაძლო შემთხვევებია და კვლევის პასუხებს ელოდებიან.

3 პაციენტი არის საშუალო სიმძიმის და საყურადღებო, ბოჭორიშვილის კლინიკაში რეანიმაციაში პაციენტები აღარ ჰყავთ.

იშხნელის თქმითვე, კორონავირუსისგან გამოიჯანმრთელებული ერთი ადამიანი დღეს გაეწერება, და ასევე დღეს აიღებენ 5 ადამიანის ანალიზს საიდანაც, 3 განმეორებითია.

საქართველოში სულ კორონავირუსის 731 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 526 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 12 - გარდაიცვალა. 25 მაისის მონაცემებით, საქართველოში 193 აქტიური შემთხვევაა.

კომენტარები