ბოჭორიშვილის კლინიკა

ბოჭორიშვილის კლინიკა: ინფიცირებული სასულიერო პირი სტაბილურადაა, თუმცა საყურადღებოა

ტვ. პირველი

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორის, მაკა სოლოღაშვილის, თქმით, კლინიკაში ბოქსირებულ განყოფილებაში სულ 54 პაციენტი მკურნალობს. აქედან 24-ს აქვს დადასტურებული კორონავირუსი. ერთი პაციენტი გუშინ გაეწერა, ერთიც ახალი მიიღეს.

მისივე თქმით, გამოჯანმრთელდა ერთი მოზარდი რომელიც კლინიკას დღეს დატოვებს და დარჩება 23 ინფიცირებული პაციენტი. მთლიანობაში კლინიკაში 4 პაციენტია, რომელთა მდგომარეობაც სხვებზე საყურადღებოა.

კლინიკაში 18 წლამდე ასაკის 6 პაციენტია.

როგორც სოლოღაშვილი ამბობს, ახალი პაციენტი ბოლნისიდან გადმოიყვანეს. მისი დაინფიცირების წყარო უცნობია. პაციენტი შუა ხნის ქალია და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობს დაინფიცირებული სასულიერო პირიც. კლინიკაში ამბობენ, რომ მისი მდგომარეობა ზომიერად დამაკმაყოფილებელია და სტაბილურია, თუმცა მაინც კვლავ საყურადღებო პაციენტებში შეიძლება მოვიაზროთ.

კომენტარები