PIXAR

PIXAR-მა მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია გამოუშვა, რომელიც გეი ადამიანის ცხოვრებას შეეხება

Pixar-მა მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია "Out" გამოუშვა, სადაც მთავარი გმირი ჰომოსექსუალი კაცია.

ანიმაცია სტივენ კლეი ჰანეტის გადაღებულია და ის Disney+-ის "SparkShorts"-ის სერიების ფარგლებში გამოვიდა. ანიმაციაში ნაჩვენებია, რომ მთავარ პერსონაჟ გრეგს თავის შეყვარებულთან, მანუელთან ერთად საცხოვრებლად უნდა გადასვლა.

ერთადერთი პრობლემა გრეგის ცხოვრებაში ის არის, რომ მშობლებმა მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ არ იციან.

ეს Pixar-ის პირველი ანიმაციაა, სადაც ჰომოსექსუალი ადამიანი მთავარ როლშია და მოვლენების მის გარშემო ვითარდება.

ნახეთ თრეილერი:

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=27&v=gDaZlFkr2FE&feature=emb_title]

კომენტარები