PIXAR

Pixar-ის ახალი ანიმაციური ფილმის Soul თრეილერი გამოვიდა

ტაბულა

სტუდია Pixar-ის ახალ ანიმაციურ ფილმში Soul მთავარი გმირი მასწავლებელია, რომელსაც ძალიან უყვარს ჯაზი. 20 წელი ის ვერ ბედავდა დიდ სცენაზე გასვლას, თუმცა ერთ დღესაც გადაწყვეტს და მივა კლუბში  დასაკრავად. მისი მუსიკა მსმენელს აღაფრთოვანებს და კაცი სამსახურსაც მიიღებს. სახლში მიმავალ გზაზე, პერსონაჟი შემთხვევით სულების სამყაროში მოხვდება. 

რა არის ადამიანის სულისთვის შთაგონების წყარო? საიდან ჩნდება ოცნება და სხვადასხვა ინტერესები? Pixar-ის ანიმაიურ ფილმში, ავტორები სწორედ ამ კითხვებზე პასუხს ეძებენ. 

Soul ანიმაციური ფილმების Coco და Upside Down შემქმნელების ახალი პროექტია. 

კომენტარები