ისრაელი

იერუსალიმში ბენიამინ ნეთანიაჰუს სასამართლო პროცესი დაიწყო

იერუსალიმში ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს სასამართლო პროცესი დაიწყო. საქმე კორუფციას ეხება. სასამართლო განხილვა ნეთანიაჰუს მეთაურობით ახალი მთავრობის დამტკიცებიდან რამდენიმე დღის შემდეგ დაიწყო.

ნეთანიაჰუ პირველი მოქმედი ლიდერია ქვეყნის ისტორიაში, რომელიც სასამართლოს წინაშე წარსდგა. ის უარყოფს ბრალდებებს მოსყიდვის, თაღლითობის და ნდობის დარღვევის შესახებ.

სასამართლოს შენობაში მისვლისას ნეთანიაჰუმ თქვა, რომ საქმეები, რომლებიც მის წინააღმდეგ დაიწყო, მიზნად მისი თანამდებობიდან ნებისმიერი გზით "ჩამოგდებას" ისახავს.

მისი პოლიტიკური მეტოქე, ბენი გრანცი ძალაუფლების განაწილებას დათანხმდა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ბოლო წლის განმავლობაში არჩევნები სამჯერ ჩატარდა.

ნეთანიაჰუმ უარი თქვა გადადგომაზე მანამ, სანამ სასამართლო მის საქმეს იხილავს.

ისრაელის პრემიერმინისტრის მიმართ არსებული ბრალდების შესახებ ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები