ევროპარლამენტი

მიკსერი: მხარს არ ვუჭერთ ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, მხარს ვუჭერთ საერთაშორისო კანონებს

საქართველო არის ქვეყანა, სადაც გვაქვს გავლენა და იმას, რასაც ჩვენ ვამბობთ, აქვს ეფექტი. ამიტომ აუცილებელია, ვისაუბროთ იმაზე, რაც მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, უნდა გავაგრძელოთ საქართველოს მხარდაჭერა. მაგრამ როდესაც ამას ვაკეთებთ, როგორც ევროკავშირი, მნიშვნელოვანია, ნათლად იყოს გაგებული, რომ მხარს არ ვუჭერთ ერთ კონკრეტულ პოლიტიკოსს ან ერთ კონკრეტულ პარტიას. ჩვენ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო კანონების ძირითად პრინციპებს - სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტეროტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ასევე მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებას, მათ შორის, მათ სურვილს, დაუახლოვდნენ ევროპას და ევროკავშირის სტრუქტურებს.

ამ ანგარიშის შედგენისას მოძრავ სამიზნეს ვუმიზნებდით, რადგან პოლიტიკური ცხოვრება ძალიან დინამიურია და შეიცვალა მას შემდეგ, რაც პირველი ვერსია წარმოვადგინე. სანამ ხმის მიცემამდე მივალთ და იმედი მაქვს, მივიღებთ ამ ანგარიშს, კვლავ ბევრი რამ მოხდება და საქართველო არა მხოლოდ საზღვრებს გაუხსნის ტურისტებს პირველ ივლისს, არამედ ივლისამდე უფრო ნათელი წარმოდგენა გვექნება იმაზე, მთლიანად ხდება თუ არა 8 მარტის შეთანხმების იმპლემენტაცია.

ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატი წევრი და ესტონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სვენ მიკსერი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე. კომიტეტი საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების საკითხს განიხილავს.

კომენტარები