ახალი კორონავირუსი აშშ-ში

ნიუ იორკში 26 მარტის შემდეგ COVID 19-ით გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აღირიცხა

Vox

ნიუ იორკის შტატში, აშშ-ის კორონავირუსის ეპიცენტრში, ბოლო 24 საათის განავლობაში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების 139 ახალი შემთხვევა აღირიცხა, რაც ბოლო შვიდ კვირაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ეს უკვე ზედიზედ მეშვიდე დღეა, როცა ვირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი 200-ს ქვემოთაა. პიკურ პერიოდში ნიუ იორკის შტატში ახალ კორონავირუსს ერთ დღეში 799 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - ეს 9 აპრილს მოხდა.

ახალი შემთხვევების რაოდენობა გასულ 24 საათში 1889-ს აღწევდა, ჯამში კი ნიუ იორკის შტატში COVID 19-ის 350 121 შეთხვევაა დადასტურებული. შტატის გუბერნატორის, ენდრიუ კოუმოს თქმით, იკლებს ჰოსპიტალიზაციის რიცხვიც.

ნიუ იორკის შტატში ახალმა კორონავირუსმა ჯამში თითქმის 25 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. თუმცა ვირუსის გავრცელების კლების პარალელურად, შტატში ეტაპობრივად, მაგრამ სხვა შტატებთან შედარებით ნელა, შეზღუდვების მოხსნა დაიწყო. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ნიუ იორკის შტატში 60 ათასს აჭარბებს.

აშშ-ში ამ დროისათვის ახალი კორონავირუსის 1 მილიონ 478 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან, 89 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 268 ათასზე მეტი უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები