8 მარტის შეთანხმება

კალიურანდი შეწყალებაზე: მივესალმები კეთილსინდისიერ ნაბიჯს დაძაბულობის განმუხტვისკენ

მივესალმები უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალებას, როგორც დაძაბულობის განმუხტვისკენ გადადგმულ კეთილსინდისიერ ნაბიჯს. მოვუწოდებ მხარეებს, ერთად იმუშაონ 8 მარტის შეთანხმების შესრულებისთვის. მოუთმენლად ველი შემდეგ გადაწყვეტილებებს, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ.

წერს ევროპარლამენტარი, მარინა კალიურანდი ტვიტერის საკუთარ გვერდზე. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, დღეს, 15 აპრილს, პოლიტპატიმრები, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.

კომენტარები