Under Pressure

ჯიმი ფელონის შოუში სიმღერა Under Pressure სამზარეულოს ინვენტარით დაუკრეს

Rolling Stone

ჯიმი ფელონის შოუს უკანასკნელ გამოშვებაში Under Pressure იმღერეს.

ვოკალისტის პარტია თავად ფელონმა და პოპ ბენდის Panic! at the Disco ფრონტმენმა ბრენდონ ურიმ შეასრულეს.

პერფორმანსი მუსიკალურად ჯგუფმა The Roots გააფორმა. ბენდის წევრებმა ტრადიციული ინსტრუმენტების გარდა ტოსტერი, ჭიქები, ბოთლები, ქვაბები და სამზარეულოს სხვა აქსესუარები გამოიყენეს.

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=43&v=d1ilvfdvrUI&feature=emb_logo]

Under Pressure ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და პოპულარული კომპოზიციაა, რომელიც 1982 წელს ბენდმა Queen და მომღერალმა დევიდ ბოუიმ ჩაწერეს. 

კომენტარები