ახალი კორონავირუსი აშშ-ში

აშშ-ში ერთ დღეში COVID 19-ით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი აღირიცხა - 25 000-მდე შემთხვევა

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში, ოთხშაბათს, 6 მაისს, კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი - 24 252 ახალი შემთხვევა აღირიცხა. ვირუსული ინფექციით კიდევ 2 367 ადამიანი გარდაიცვალა.

ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, აშშ-ის 50-ვე შტატში, ახალი კორონავირუსით ინფიცირების, სულ მცირე, 1 228 603 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 73 431 პაციენტი გარდაიცვალა.

აშშ კორონავირუსით დაავადებულთა და გარდაცვლილთა რიცხვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტი შემთხვევა ნიუ-იორკის შტატშია აღირიცხა, სადაც COVID 19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 25 623-ს მიაღწია. ვირუსული ინფექცია ნიუ-იორკის შტატში სულ 323 978 ადამიანს დაუდასტურდა.

კომენტარები