მიშელ უელბეკი

მიშელ უელბეკი: ვირუსის დასრულების შემდეგ მსოფლიო იგივე იქნება, თუმცა უფრო უარესი

მიშელ უელბეკი.

ფრანგი მწერლის, მიშელ უელბეკის თქმით, სამყარო კორონავირუსის შემდეგ, იგივენაირი იქნება, თუმცა უფრო უარესი - ამის შესახებ მან France24-თან ისაუბრა.

"ნახევარი წამითაც არ მჯერა იმ განცხადებების, რომ "ისე არაფერი აღარ იქნება სამყაროში, როგორც იყო". იზოლაციის დასრულების შემდეგ, ჩვენ არ გავიღვიძებთ ახალ მსოფლიოში. ყველაფერი იგივენაირად იქნება, თუმცა უფრო უარესად", - თქვა უელბეკმა.

მწერალმა ახალ კორონავირუსს "ბანალური ვირუსი" უწოდა - "სექსუალური გზითაც კი არ გადადის".

მისივე თქმით, ერთმანეთისგან დისტანცირება და ეპიდემიის გამო სახლებიდან მუშაობა, ტექნოლოგიურ წინსვლას დააჩქარებს ადამიანების იზოლირებისა და დანაწევრების საკითხში.

მიშელ უელბეკმა იმ მწერლებს დასცინა, რომლებმაც ახლანდელი რეალობა მის მიერ 2005 წელს დაწერილ აპოკალიპტურ რომანს "The Possibility of an Island"-ს შეადარეს, სადაც ადამიანთა მოდგმა განადგურების პირას არის.

"დასავლეთს არ აქვს ღმერთისგან მინიჭებული მარადიული უფლება, რომ ყველაზე მდიდარი და განვითარებული ზონა იყოს მსოფლიოში. საფრანგეთი ესპანეთსა და იტალიაზე უკეთ უმკვლავდება კრიზისს, თუმცა გერმანიასავით კარგად ვერ. არაფერია გასაოცარი ამაში", - თქვა უელბეკმა.

მიშელ ეულებეკმა დაიჩივლა, რადგან საფრანგეთში მიღებული საკარანტინო წესების გამო 1 კილომეტრზე მეტს ვერ დადის.

"მწერალს სიარული სჭირდება", - თქვა მან.

კომენტარები