კორონავირუსი საქართველოში

სოლოღაშვილი: გვყავს 11 საყურადღებო პაციენტი, გამოხატული აქვთ ორმხრივი პნევმონია

ტვ. პირველი

ბოჭორიშვილის კლინიკის სამელთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, კლინიკის ბოქსირებულ სექტორში 78 პაციენტი მკურნალობს. მათგან 66-ს დადასტურებული აქვს კორონავირუსი, 1 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

სოლოღაშვილის თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში ბოჭორიშვილის კლინიკაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ფიქსირდება მხოლოდ გამოჯანმრთელება და კლინიკას ახალი ინფიცირებული არ დამატებია.

"დადასტურებული დიგნოზიდან 12 არის 18 წლამდე მოზარდი. 1 რეანიმაციის პაციენტი. 11 საყურადღებო პაციენტი გვყავს, გამოხატული აქვთ კარგად ჩამოყალიბებული ორმხრივი პნევმონია. დღეს 3 პაციენტის გამოჯანმრთელებას ველოდებით, 8 პაციენტი კი კვლევაში ჩართვას ელოდება. თუმცა, ეს რიცხვი დღის განმავლობაში შესაძლოა შეიცვალოს", - ამბობს სოლოღაშვილი. 

ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობს დაინფიცირებული სასულიერო პირიც. სოლოღაშვილის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

საქართველოში კორონავირუსის 604 დადასტურებული შემთხვევაა, აქენ 240 გამოჯანმრთელდა, 9 კი გარდაიცვალა. 

კომენტარები