პაციენტების მდგომარეობა

სოლოღაშვილი: პარასკევის შემდეგ 7 ახალი პაციენტი მივიღეთ, ყველა უკვე ცნობილი კლასტერებიდანაა

ბოჭორიშვილის კლინიკის სამელთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, კლინიკის ბოქსირებულ სექტორში 84 პაციენტი მკურნალობს. მათგან 67-ს დადასტურებული აქვს კორონავირუსი:12 18 წლამდე ასაკის პაციენტია, ერთი რეანიმაციაში მკურნალობს, 11 პაციენტის მდგომარეობა კი გამორჩეულად საყურადღებოა.

სოლოღაშვილი ამბობს, რომ პარასკევის შემდეგ 7 ახალი პაციენტი მიიღეს და ყველა მათგანი უკვე ცნობილი კლასტერებიდანაა. მისივე თქმით, გუშინ გამოჯანმრთელდა ერთი პაციენტი.

რაც შეეხება არასრულწლოვნებს, კლინიკის ინფორმაციით, არცერთი მათგანი არ არის არც საყურადღებო მდგომარეობაში და არც მძიმე.

სოლოღაშვილს პრეპარატ პლაქვენილის მკურნალობაზეც ჰკითხეს. ის ამბობს, რომ პრეპარატს კლინიკაში იყენებენ პაციენტების საჭიროების შესაბამისად და ამაზე ექიმი იღებს გადაწყვეტილებას. 

საქართველოში კორონავირუსის 593 დადასტურებული შემთხვევაა, აქენ 223 გამოჯანმრთელდა, 9 კი გარდაიცვალა. 

კომენტარები