კორონავირუსი საქართველოში

რატიანი: ჩვენს კლინიკაში კორონავირუსის გამოკვლევის ახალ მეთოდს გამოვიყენებთ

იმედი

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსზე ტესტირების ახალ მეთოდს გამოიყენებენ. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ჟურნალისტებს უთხრა. 

"კლინიკაში დაიტესტა ჯინ ექსპერტ მეთოდი, რომლის საშუალებითაც, ჩვენს კლინიკაში განხორციელდება კორონავირუსით ინფიცირების საეჭვო შემთხვევების გამოვლენა მხოლოდ იმ პაციენტებთან, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ.

ანუ ეს არ იქნება მასობრივი, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს კლინიკაში არსებული პაციენტების სადიაგნოსტიკო ღირებულებით. ესაა უნიკალური მეთოდი, რომლის ალბათობა იმისა, რომ შეცდომა იყოს დაშვებული, მინიმალურია, რადგან მასში არ არის ადამიანის მონაწილეობის ფაქტორი", - განაცხადა ლევან რატიანმა.

საქართველოში კორონავირუსზე გამოკვლევებს უმეტესად PCR მეთოდით ატარებენ, ქვეყნის მასშტაბით ათ ლაბორატორიაში.

კომენტარები