კორონავირუსი რუსეთში

რუსეთში კორონავირუსის გამო უქმე დღეები 11 მაისამდე გაგრძელდა

The Moscow Times

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა,რ ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში უქმე დღეები 11 მაისამდე გაახანგრძლივა. არსებული ბრძანებით, უქმე დღეები 30 აპრილს უნდა დასრულებულიყო. 

"ჩვენ ახლა ეპიდემიასთან ბრძოლის ახალი, ასე ვთქვათ, ყველაზე დაძაბული ეტაპის წინ ვართ", - თქვა პუტინმა. 

როსპოტრებნადზორის ხელმძღვანელმა, ანა პოპოვამ, თქვა, რომ უქმე დღეების ფარგლებში აუცილებელია მოქალაქეებმა დაიცვან თვითიზოლაციის წესები და სხვა შეზღუდვები. 

"ეს ინკუბაციის მესამე პერიოდია მთელი უქმე დღეების პერიოდში, რომელმაც უნდა გაწყვიტოს ვირუსის გადაცემის ჯაჭვი,"- თქვა პოპოვამ. 

რუსეთის სახელმწიფოს მიერ მოწოდებული ოფიციალური მონაცემებით რუსეთში ახალი კორონავირუსი ამ დრომდე 93 558 ადამიანს დაუდასტურდა, დაიღუპა 867, გამოჯანმრთელდა 8 456. თუმცა, კერძო კომპანიების მიერ ჩატარებულ ტესტებზე დაყრდნობით ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ინფიცირებულთა რიცხვი ქვეყანაში ოფიციალურ მონაცემებზე უფრო მაღალია.

ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა დედაქალაქ მოსკოვშია გამოვლენილი. 13 მარტს მოსკოვში ახალი ვებგვერდი ამოქმედდა, სადაცმოქალაქეებისათვის კარანტინის დროს გადაადგილების ნებართვის სისტემა უნდა ყოფილიყო გააქტიურებული, თუმცა საიტი მალევე გაითიშა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ვებგვერდზე თავდასხმა ჰაკერებმა მოაწყვეს. მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა, "კონტროლის ჭკვიანი სისტემის" შესახებ გასულ თვეს გამოაცხადა, რაც სპეციალური საშვების გაცემას გულისხმობს. მოქალაქეებს ეს საშვები სახლების დასატოვებლად დასჭირდებათ.

გარდა ამისა, რუსეთი ქვეყანაში შემოღებული კარანტინის პირობებში მოსახლეობის გადაადგილების გასაკონტროლებლად სახის ამომცნობ ტექნოლოგიას იყენებს.

ამავდროულად, რუსეთი საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებს დეზინფორმაციის გავრცელებას საქართველოში მდებარე ლუგარის ლაბორატორიაზე.

კომენტარები