ახალი კორონავირუსი აშშ-ში

აშშ-ში ახალი კორონავირუსით დადასტურებულმა შემთხვევებმა 1 მილიონს გადააჭარბა

CNBC

აშშ-ში ახალი კორონავირუსით დადასტურებულმა შემთხვევებმა 1 მილიონს გადააჭარბა.

დაღუპულია 56 ათასზე მეტი ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 139 ათასზე მეტი.

კორონავირუსის კრიზისის გამო, მარტის შუა რიცხვებიდან ამ დრომდე აშშ-ში უმუშევართა რიცხვი 26,4 მილიონამდე გაიზარდა. ეს აშშ-ის სამუშაო ბაზრის 15%-ზე მეტია.

მსოფლიოში ახალი კორონავირუსი უკვე 3 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. მათგან ყველაზე მეტი შემთხვევა სწორედ აშშ-შია, მას მოსდევს ესპანეთი 229 422 შემთხვევით და იტალია - 199 414 შემთხვევით.

კომენტარები