ამერიკულმა როკ ბენდმა The Killers ახალი სიმღერა Fire in Bone გამოაქვეყნა.
სიმღერა ალბომში Imploding the Mirage შევა, რომელიც მიმდინარე წლის 29 მაისს გამოვა. კიდევ ერთი სინგლი მომავალი ალბომიდან - Caution - ბენდმა 13 მარტს გამოუშვა.
ბენდი The Killers, ლას-ვეგასში, 2001 წელს ჩამოყალიბდა. თითქმის ოცწლიანი კარიერის განმავლობაში ჯგუფმა 6 სტუდიური ალბომი ჩაწერა. როკ ჯგუფს შვიდი გრემის ნომინაცია აქვს მოპოვებული.