ახალი კორონავირუსი საქართველოში

ბოკუჩავა: გახარია ანგარიშვალდებულია ბუნკერში გამოკეტილი მოტიკტოკე პატრონის წინაშე

თუ რამეს ითხოვს რეგლამენტი, ისაა, რომ საგანგებო მდგომარეობის განხილვას უნდა ესწრებოდეს პრემიერმინისტრი. მე მაინტერესებს, ქალბატონი ნათია მეზვრიშვილი, რომელიც გამოაგზავნა გიორგი გახარიამ, თუ წარმოგვიდგენს იმ მიზეზს, რის გამოც გახარია აქ არ იმყოფება. თუ უბრალოდ ხაზს უსვამს პარლამენტის ბუტაფორიულ ხასიათს და ამბობს, რომ ის ანგარიშვალდებული ამ პარლამენტის წინაშე კი არაა, როგორც ეს კონსტიტუციითაა გათვალისწინებული, არამედ ანგარიშვალდებულია ბუნკერში გამოკეტილი მოტიკტოკე პატრონის წინაშე. ამას ამბობს გახარია, მისი აქ არ ყოფნით.

ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი, თინა ბოკუჩავა, პარლემენტის პლენარულ სხდომაზე, რომელსაც პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია არ ესწრება.

კომენტარები