დევიდ ლინჩი

დევიდ ლინჩი: ახალი "დიუნი" საერთოდ არ მაინტერესებს

Showbiz Cheat Sheet

ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში დევიდ ლინჩმა ფრენკ ჰერბერტის ბესტსელერის - დიუნის მორიგ ეკრანიზაციაზე ისაუბრა.

"საერთოდ არ მაინტერესებს ახალი დიუნი!", - ამბობს საკულტო რეჟისორი გამომცემლობა The Hollywood Reporter-თან ინტერვიუში. 

1984 წელს დიუნი ეკრანზე თავად ლინჩმა გადაიტანა. ფილმმა კინოგაქირავებაში მოგება ვერ ნახა და კრიტიკოსთა ნეგატიური შეფასებები მიიღო. რეჟისორმა იმავე ინტერვიუში კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი სურათის გადაღებებიც გაიხსენა:

"დიუნის გადაღებები ერთი დიდი ტანჯვა იყო. სრული ფიასკო. ფინალური მონტაჟის უფლება არ მომცეს, ამაზე მილიარდჯერ ვისაუბრე. ეს ის ფილმი არ არის, რომლის გადაღებაც მინდოდა. ცალკეული ეპიზოდები მომწონს, მაგრამ მთლიანობაში კატასტროფაა. რაც შეეხება ახალ ეკრანიზაციას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საერთოდ არ მაინტერესებს."

ახალი დიუნი 2020 წლის მიწურულს გამოვა, ფილმი დენი ვილნევმა გადაიღო, მთავარ როლებს ტიმოთი შალამე და რებეკა ფერგიუსონი ასრულბენ.

კომენტარები