დევიდ ლინჩი

დევიდ ლინჩმა და ფარელ უილიამსმა იბიცაზე ბარი გახსნეს

Be Funky

რეჟისორმა დევიდ ლინჩმა და მუსიკოსმა ფარელ უილიამსმა იბიცაზე ბარი, სახელად El Silencio გახსნეს.

ბარის კედლები თვალებითა და ყურებით არის გაფორმებული, სავარძლებს კი რვაფეხას საცეცების ფორმა აქვს. ლინჩმა ზღვის თემაზე დეკორის შექმნა დიზაინერ მირანდა მაკაროფს სთხოვა, რომელმაც ინსპირაციად რეალურად მომხდარი, ზღვაში თავისი და რვაფეხას შეხვედრა გამოიყენა.

ბარის სტუმრებს შეეძლებათ ფარელ უილიამსის ქუჩის საჭმლის ქსელ ToGo-ს პროდუქცია დააგემოვნონ.

დევიდ ლინჩმა 2011 წელს პარიზში გახსნილი კლუბის, Silencio-ს, მფლობელია.

კომენტარები