პაციენტების მდგომარეობა

რატიანი: 10 პაციენტი გვყავს რეანიმაციაში, აქედან 8 არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე

ფორმულა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის ინფორმაციით, ამ დროისათის კლინიკაში 108 პაციენტია, აქედან 91-ს აქვს დადატურებული კორონავირუსი. 10 პაციენტს რეანიმაციაში მკურნალობენ.

"აქედან 8 არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება სტაბულირად მძიმე", - ამბობს რატიანი.

მისივე თქმით, ლუგარის ლაბორატორიიდან რამდენიმე ადამიანის განმეორებითი ტესტის პასუხებს ელოდებიან. 

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის 394 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 86 გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა. 

კომენტარები