აღდგომა 2020

კობახიძე: არ აღდგა მკვდრეთით ქრისტე წელს, ჯვარზე დაკიდებული დარჩა, ასე იქნება სანამ კორონაა

არ აღდგა მკვდრეთით ქრისტე წელს. არ ყოფილა წელს აღდგომა. არც მისი ჯვრიდან გარდმოხსნა და საფლავად დადება ყოფილა. ქრისტე ჯვარზე დაკიდებული დარჩა. ქრისტიანობა ჯადოქრობა არაა, ამიტომ რა შელოცვებიც არ უნდა იბუტბუტოს პატრიარქმა და რა რიტუალებიც არ უნდა ჩაატაროს შალვა კეკელიამ, ქრისტეს ვერაფერს აიძულებენ. ის ჯვარზე დაკიდებული დარჩა, იმიტომ, რომ ეგეთია, ეგეთს ვიცნობთ სახარებიდან. ჯვარზე იქნება დაკიდებული ქრისტე, სანამ კორონა იქნება. ასე ჯვარზე დაკიდებული დაიხუთება ნელ-ნელა, როგოც რეანიმაციაში კორონათი დაავადებულები იხუთებიან.

თეოლოგი ბასილ კობახიძე ეხმაურება ეკლესიებში წირვების მრევლთან ერთად ჩატარებასა და ერთი კოვზით ზიარებას, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის ფონზე.

კომენტარები