კორონავირუსი საქართველოში

ბოჭორიშვილის კლინიკა: 11 პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა, მათ შორისაა სასულიერო პირიც

ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციონისტის, მეგი კობახიძის, ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსის ინფექციის 24 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 11 პაციენტის მდგომარეობა კი საყურადღებოა. მათ შორისაა სასულიერო პირიც. 

კობახიძის თქმით, ამ ეტაპზე ბოჭორიშვილის კლინიკაში პაციენტების მიღების შეწყვეტის საფრთხე არ დგას, რადგან თავისუფალი ადგილები ჯერჯერობით აქვთ. 

"ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში არის 46 პაციენტი, აქედან 24 დადასტურებული შემთხვევაა. 7 არის 18 წლამდე პირი. ახალი  დადასტურებული შემთხვევები არ ყოფილა. დღეს ჩაერთო კვლევაში დამატებით 7 პაციენტი, აღებული არის ბიოლოგიური მასალა. 

11 პაციენტს აღენიშნება გართულებული პნევმონია, მათი მდგომარეობა არის საყურადღებო. გრძელდება მონიტორინგი და მკურნალობა, ამ პაციენტებს შორის არის სასულიერო პირიც," - თქვა კობახიძემ. 

მისივე თქმით, სასულიერო პირის მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა მართვადი. 

მამა გიორგის და თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში ექთანია. სწორედ მისგან დაინფიცირდნენ სამედიცინო ინსტიტუტის თანამშრომლები - ორი ექიმი და ხუთი ექთანი. სამედიცინო ინსტიტუტი სრულად დაიხურა. 

საქართველოში COVID 19-ით ინფიცირების 385 დადასტურებული შემთხვევაა აღწერილი, აქედან გამოჯანმრთელდა 84, ხოლო 3 გარდაიცვალა.

კომენტარები