კორონავირუსი და ეკლესია

ექიმი: აღდგომის ღამეს ადამიანების ცხრა საათით ერთად შეკრება დამღუპველი გადაწყვეტილებაა

განსაკუთრებულ საშიშროებას წარმოადგენს ის გადაწყვეტილება, რომ ხალხი უნდა შეიკრიბოს საღამოს ცხრიდან დილის ექვსამდე. ეს არის დამღუპელი გადაწყვეტილება, თუ ვერ ვახერხებთ ამის აკრძალვას, მაშინ ამას ჯობია, მოიხსნას შეზღუდვა და გადანაწილდეს ეს ხალხი. იმიტომ, რომ იძულების წესით ამ ცხრა საათის განმავლობაში ადამიანების ერთად თავმოყრა არის ყველაზე უფრო საშიში ქცევა, რომლისკენაც მოგვიწოდებს ეკლესიის ნაწილი, ასე ვიტყვი. აქ არის ძალიან ბევრი ეკლესიის მესვეური, რომლებიც მოუწოდებენ ხალხს, რომ არ არის ღალატი არმისვლა, პირიქით, ეს არის გადარჩენა ეკლესიის, მისი მრევლის და ამ გზით დანარჩენი მოსახლეობის

ლინიკა ნეოლაბის დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი კამკამიძე, TV პირველის ეთერში, კორონავირუსის შიდა გავრცელების ფონზე ეკლესიებში წირვა-ლოცვების გაგრძელებაზე. აღდგომის ღამეს ეკლესიებში წირვა მაინც აღევნილება. კომენდანტის საათის დასაცავად კი, მრევლი ეკლესიებში დილის ექვს საათამდე დარჩება.

კომენტარები