კორონავირუსი და ეკლესია

კამკამიძე: არ შეიძლება, იყოს პრივილეგირებული ჯგუფები, რომლებიც სხვებს საფრთხეს შეუქმნიან

ჩვენ უნდა ვყოფილიყავით უფრო თანმიმდევრული აქამდე, თუმცა, ჯერ კიდევ არის დრო და ყველა უნდა გავერთიანდეთ ერთი მიზნის გარეშემო. აქამდე მიდიოდა აკადემიური მსჯელობები იმაზე, როგორ ჯობია დიაგნოსტიკა, როგორ ჯობია, რომ პაციენტებს მოვემსახუროთ, ახლა ეს რელევანტობას კარგავს და ყველა ვერთიანდებით ძალიან მარტივი ჭეშმარიტების გარშემო - არ შეიძლება, იყოს პრივილეგირებული ჯგუფები ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც, კანონის მიუხედავად, მაინც შეიკრიბებიან და ამ მხრივ შეუქმნიან ძალიან დიდ საფრთხეს დანარჩენ მოსახლეობას...

კლინიკა ნეოლაბის დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი კამკამიძე, TV პირველის ეთერში, კორონავირუსის შიდა გავრცელების ფონზე ეკლესიებში წირვა-ლოცვების გაგრძელებაზე.

კომენტარები