ბეჭდების მბრძანებელი

ახალზელანდიელმა კოლექციონერმა ბეჭდების მბრძანებლის გადასაღები მოედანი შეიძინა

Reddie

ახალზელანდიელმა კოლექციონერმა არკადია შეიძინა. არკადია, ახალ ზელანდიაში მდებარე სახელგანთქმული ფერმაა, რომლის ტერიტორიაზე ბეჭდების მბრძანებელის გადაღებები მიმდინარეობდა.

არკადიის ფართობი 257 ჰექტარს შეადგენს. ფერმა 2018 წლიდან გაყიდვაშია, ვინაიდან მისი შენახვა კოლოსალურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. 

მყიდველმა, ვისი ვინაობაც არ სახელდება, არკადია 20 მილიონ დოლარად შეიძინა. რიელტორების განცხადებით, ახალი პატრონი ტერიტორიის განახლებასა და შემდგომში ტურისტული ღირსშესანიშნაობად გადაკეთებას გეგმავს.  

კომენტარები