რიანამ, ჯეიზიმ და ჯეკ დორსიმ COVID-19-ის ზიანის შესამცირებლად $6.2 მილიონი გაიღეს

Hollywood Reporter

რიანამ, ჯეიზიმ და Twitter-ის დამფუძნებელმა, ჯეკ დორსიმ, ერთობლივად 6.2 მილიონი დოლარი გაიღეს, რათა ახალი კორონავირუსის პანდემიის დროს ყველაზე მოწყვლად ხალხს დაეხმარონ.

გაღებული თანხა ძირითადად ნიუ-იორკში, ახალ ორლეანსა და პუერტო რიკოში გადანაწილდება.

"თანხა, რომელიც 11 ორგანიზაციაში გადაირიცხება, მოხმარდება:

თავშესაფრის, საკვებისა და ჯანდაცვის საშუალებების მიწოდებას უსახლკარო ახალგაზრდებისთვის ახალ ორლეანში, ვირუსზე ტესტირების შესაძლებლობის მიცემას კარიბის ზღვის რეგიონის ქვეყნებისთვის, საავადმყოფოს საწოლებისა და იზოლაციის ადგილების გაკეთებას სუბ-საჰარულ აფრიკაში", - წერია რიანას ფონდის განცხადებაში.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ეს ადამიანები ქველმოქმედებაში ფულს დებენ. ცოტა ხნის წინ, რიანამ და ჯეკ დორსიმ ერთობლივად 4.2 მილიონი გამოყვეს ძალადობის მსხვერპლების დასახმარებლად პანდემიის დროს. გარდა ამისა, ჯეკ დორსიმ 1 მილიარდი დოლარი შესწირა Covid-19-თან ბრძოლას.

კომენტარები