undefined

ჭიაბერაშვილი: საგანგებო რეჟიმის გაგრძელება დახმარების გარეშე ხალხის შიმშილისთვის გაწირვაა

facebook/zurab tchiaberashvili

ევროპული საქართველოს წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, იზრუნოს მოსახლეობის დახმარებაზე, რათა მათ შეძლონ სოციალური დისტანცირება და საგანგებო მდგომარეობის ღონისძებების დაცვა.

ჭიაბერაშვილი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლითაც პრემიერმინისტრმა პრეზიდენტ ზურაბიშვილს საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გახანგრძლების წინადადებით მიმართა.

"ყველას ესმის სოციალური დისტანცირებისა და საკარანტინო ღონისძიებების აუცილებლობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნებიდან გამომდინარე. მაგრამ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება ფართო სოციალური დახმარებების გარეშე ნიშნავს ათასობით და ათიათასობით ოჯახის შიმშილისთვის გაწირვას. ამიტომ, ფორმალურად საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება-არგაგრძელების საკითხი იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც ის ღონისძიებები, რაც მთავრობამ უნდა მოაყოლოს ამ ყველაფერს, რომ ხალხმა ამ საოცარ გაჭირვებას გაუძლოს, რომ ხალხმა შეძლოს თუნდაც საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული ღონისძიებების გადატანა და სოციალური დისტანცირების დაცვა", - თქვა ჭიაბერაშილმა.

საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს, 6 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად 150 ლარს გადაუხდის. შესაბამისი ინფორმაცია მსოფლიო სავალუტო ფონდის ვებ-გვერდზე სპეციალურ ანგარიშშია ასახული, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფოს მიერ მიღებულ ანტი-კრიზისულ გეგმებს ეხება.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ე.წ კომენდანტის საათია გამოცხადებული და გარეთ გასვლა აკრძალულია. 15 აპრილის 21:00 საათიდან მომდევნო ათი დღის განმავლობაში ჩაიკეტება 4 დიდი ქალაქი - თბილისი, ბათუმი, რუსთავი და ქუთაისი. ასევე, დაუშვებელია 3 პირზე მეტის შეკრება, ვინაიდან ახალი კორონავირუსი წვეთოვანი გზით გადამდები ინფექციაა.

დახურულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, არ მუშაობს რკინიგზა, დახურულია სავაჭრო ობიექტები, აგრარული ბაზრები. ქობულეთის გარდა, მკაცრი საკარანტინო რეჟიმის გამო ჩაკეტილია მარნეული, თერჯოლა და ბოლნისი. Edison Research-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარს, 45%-ს თანხა 1 თვეზე ნაკლებ ხანს ეყოფა.

კომენტარები